ავტორიზაცია

დორტმუნდის მწვრთნელი: "თამაშამდე, ტიტულს 90 წუთი გვაშორებდა, ახლა კი 34 ტური - განადგურებულები ვართ"

დორტმუნდის მწვრთნელი: "თამაშამდე, ტიტულს 90 წუთი გვაშორებდა, ახლა კი 34 ტური - განადგურებულები ვართ"
თარიღი 27 May 2023, 22:35
„ბორუსია დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა, ბუნდესლიგის ჩემპიონობის ხელიდან გაშვებაზე ისაუბრა.

ბოლო ტურში დორტმუნდელები „მაინცთან“ (2:2) დაზავდნენ და „ბაიერნს“ დაუთმეს ჩემპიონობა.

„შესაფერისი სიტყვების მოძიება რთულია. განადგურებულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ ვიცით, როგორი შანსი გვქონდა. ეს ენერგია მოედანზეც იგრძნობოდა, ქალაქშიც - ყველას ძალიან გვინდოდა ტიტულის მოგება.

ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ თითო გოლი დაგვაკლდა როგორც ჩვენ მატჩში, ისე პარალელურად მიმდინარეშიც.

თამაშამდე ვიცოდით, რომ ჩემპიონობამდე 90 წუთი გვაშორებდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა კარგი მატჩისთვის მოვმზადებულიყავით. მაგრამ, ასეთია ფეხბურთი - თამაში, რომელიც ბავშვობიდან შეგვიყვარდა. ზოგჯერ რთულია, პენალტი ვერ გაგაქვს და ორ გოლს დასაწყისშივე უშვებ. ბოლომდე ვეცადეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

თამაშის წინ ტიტულს 90 წუთი გვაშორებდა, ახლა კი - 34 მატჩი. ხვალ ახალი მცდელობისთვის დავიწყებთ მუშაობას.“, - აღნიშნა „ბორუსიას“ მწვრთნელმა.