» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა. მე-13 ტურის რევიუ



მიმდინარე თვის 20 და 21 რიცხვებში გაიმართა უმაღლესი ლიგის შეხვედრები. Goal.Ge მათ შეჯამებას გთავაზობთ. ll გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა "დილამ" "სამტრედიას" უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი რეალური მომენტი მე-10 წუთზე გორელებმა შექმნეს, როცა კარის მიმართულებით ჯაფარიძემ დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. ზუსტად 4 წუთში ამ შეტევას "სამტრედიელმა" დოლიძემ შორეული გასროლით უპასუხა, მაგრამ ამ მომენტში მეკარე სომხიშვილმა ივაჟკაცა. იმერელთა სახიფათო მომენტებიდან აღსანიშნავია 21-ე და 25-ე წუთზე გეწაძისა და კვირკველიას დარტყმები, მაგრამ ვერც ერთმა მიზანს ვერ მიაღწია. პირველ ტაიმში მეტი განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში კი გორელები უფრო გააქტიურდნენ და შეხვედრაში ერთადერთი გოლიც კი გაიტანეს. ბეგაშვილის კარის აღება 63-ე წუთზე ადამაძემ შეძლო. ამის შემდეგ "სამტრედიამ" ტემპს უფრო მოუმატა და რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდა, რომელთაგანაც 85-ე წუთზე კერძევაძის შორიდან დარტყმული უნდა აღვნიშნოთ, რომელიც სომხიშვილმა მოიგერია. ეს უკანასკნელი ამ მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ეს შედეგზეც აისახა - მან კარი მშრალი შეინახა და "დილას" მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, "გორელებმა" ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. ll ამავე დღეს, პარასკევს, "მცხეთა პარკზე" "ვიტ-ჯორჯიამ" ნომინალური მასპინძლის რანგში რუსთავის "მეტალურგი" მიიღო. შეხვედრის დაწყებიდანვე სრულ უპირატესობას სტუმრები დაუფლნენ. ამ უპირატესობის გოლში გარდასახვა მათ უკვე მე-7 წუთზე შეძლეს. აღნიშნულ მომენტში შეროზიას კარის ბადე გელაშვილმა შეარხია. ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმშივე მეორე გოლიც გაიტანა და დუბლი შეასრულა. ეს ყოველივე გელაშვილმა უკვე 39-ე წუთზე შეძლო. მეორე ნახევარში "ვიტ-ჯორჯია" ბევრს ეცადა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. ნომინალური მასპინძლების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ასე და ამგვარად, "მეტალურგმა" ანგარიშით 0-2 იმარჯვა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რუსთაველებმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში (ორივე მათგანი გასვლითი მატჩი იყო) თავიანთი მეტოქე 2 ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. წინა ტურში მათ "ზუგდიდს" სძლიეს (0-2). ll ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამომ" "სიონს" უმასპინძლა. მატჩში ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს. 23-ე წუთზე მეტოქე ლობჯანიძემ დაამწუხრა. პირველ ტაიმში ნახევარში მეტი განსაკუთრებული არაფერი მოხდარა. მეორე 45 წუთში "დინამომ" გაძლიერებული ძალებით შეუტია. ბათუმელებმა ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრეს - შეცვლაზე შემოსულმა მუჯირმა ბათიაშვილის კარში შეაგდო ბურთი. სულ რაღაც 18 წუთში შონიამ საერთოდ წინ გაიყვანა "დინამო". ეს ამ შეხვედრაში ბოლო გოლი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბათუმურმა გუნმდა ანგარიშით 2-1 სძლია ბოლნისის "სიონს". აღსანიშნავია, რომ "დინამომ" სეზონის წარუმატებელი პირველი მეოთხედის შემდეგ საგრძნობლად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. ეს ყოველივე კარგად აისახა იმაში, რომ ამ გუნდის მიერ ჩატარებული სამი შეხვედრიდან გამარჯვება სწორედ მათ ხვდათ წილად (ერთ-ერთი თბილისის "დინამოსთან", ანგარიშით 0-1). ll პარასკევის ყველაზე უინტერესო შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩში მარტვილის "მერანი" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრაში განსაკუთრებულად რომელიმე გუნდს ვერ გამოვარჩევთ, რადგან გამორჩეულად არც ერთ მათგანს არ უაქტიურია. მართალია, "მერანმაც" და ფოთურმა კლუბმაც შექმნეს ერთი-ორი მომენტი, მაგრამ მათ ვერცერთი მათგანის რეალიზება ვერ მოახდინეს. აღნიშნული თამაში ლოგიკური ანგარიშით, 0-0 დასრულდა. ll გადავიდეთ შაბათს გამართულ შეხვედრებზე. სწორედ ამ დღეს ჩატარდა ტურის ცენტარულრი მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარი კუთხის წამომადგენელი "ზესტაფონი" მიიღო ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ამ თამაშმა მოლოდინი გაამართლა. იგი აქტიურ ტემპში დაიწყო. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა - "ზესტაფინელთა" შეტევას გოლით წერტილი სარდალიშვილმა დაუსვა. "ტორპედომ" 22-ე წუთზე გაათანაბრა. კონკრეტულად, ქუთაისურმა კლუბმა ამის გაკეთება მამასახლისის შორეული გასროლით მოახერხა. ეს სიხარული მასპინძელ გუნდს დიდ ხანს არ გაჰყოლია. სულ რაღაც 4 წუთში ილურიძემ თავური დარტყმით გაიყვანა "მარგველები" წინ. პირველი ტაიმის სპექტაკლი გაგრძელდა. 34-ე წუთზე მამასახლისმა შეასრულა დუბლი და ანგარიში 2-2 გახადა. ზუსტად ორ წუთში კი დვალმა მესამედ დააწინაურა "ზესტაფონი". მეორე ნახევარი პირველს ვერ შეედრებოდა, მაგრამ ერთი გოლი მაინც გავიდა. 63-ე წუთზე კვერნაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-3. [jwplayer player="1" mediaid="80442"] ll გათამაშების ლიდერმა, თბილისის "დინამომ" სტუმრად, "ზუგდიდის" წინააღმდეგ გააგორა ბურთი. პირველი ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. თბილისელების მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჭანტურია და საბანაძე, თუმცა მათი მცდელობების შემდეგ გოლი არ გასულა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 70-ე წუთზე "დინამოელთა" შეტევა პაპუნაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და ანგარიში გაიხსნა. მატჩის მიწურულს ჩისკომ გაზარდა ანგარიში ორამდე. "ზუგიგდელთა" მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა პირველ დამატებით წუთზე ეხვაიამ შეძლო. საფინალო ანგარიში 1-2 დაფიქსირდა "დინამოს" სასარგებლოდ. ll ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა "გურიამ" "ჩიხურას" უმასპინძლა. შეხვედრა საჩხერელების უპირატესობით დაიწყო. სწორედ მათ გახსნეს მატჩში ანგარიში - მე-16 წუთზე კორიფაძემ ზუსტი დარტყმით ზუხბაიას გაუტანა. მეორე ნახევარში "გურიამ" მოუმატა და შეტევებს აგრესულობა შემატა. ეს ყველაფერი მალე ანგარიშზეც აისახა. ჯერ 53-ე წუთზე მეგრელიშვილმა გაათანაბრა, ხოლო, მე-80-ზე კი გაბრიჭიძემ საერთოდ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. გოლიდან ორ წუთში უხეშობისთვის მსაჯმა "ჩიხურას" ფეხბურთელს, ბესო დეკანოიძეს დაატოვებინა მოედანი. საჩხერული გუნდი წაგებას 90-ე წუთზე გატანილი გოლით ცენტრალურმა მცველმა, ლაშა ჭელიძემ გადაარჩინა. საბოლოოდ, ეს დაპირისპირება ანგარიშით 2-2 დასრულდა. ll ტურის ბოლო მატჩში ცხინვალის "სპარტაკი" და ქობულეთის "შუქურა" შეერკინენ ერთმანეთს. შეხვედრა არც ისე საინეტერესო სცენარით წარიმართა. სანახაობას მოკლებულმა მაყურებელმა პირველ ტაიმში ერთი გასული გოლი იხილა, რომლის გატანაც 36-ე წუთზე "სპარტაკის" ფეხბურთელმა, შინდაგორიძემ მოახერხა. მეორე ნახევარში ბევრი მომენტიც აღარ შექმნილა და შეხვედრა საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების გამარჯვენით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. ll Untitled-1 ll 1. ჯაბა დვალი, "ზესტაფონი" - 10 გოლი 2. ოთარ კვერნაძე, "ტორპედო" - 7 გოლი 3. ირაკლი მოდებაძე, "დილა" - 7 გოლი 4. გიორგი პაპუნაშვილი, "დინამო" - 7 გოლი 5. საბა ლომია, "ზუგდიდი" - 5 გოლი ll

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფეხბურთელი, რომლის შეძენის აუცილებლობაშიც რეალი დარწმუნებულია

Marca-ს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგა „რეალს“ თავს დღითიდღე უფრო მეტად აწონებს.

დღეს, 13:04

ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია [ფოტო]

ფრანგულ ტელეარხ M6-ს ლიონელ მესი და მისი ირანელი ორეული, რეზუ პარასტეში აერია ერთმანეთში.

დღეს, 12:53

ფერდინანდი: "რაოდენ არ უკმაყოფილოებიც არ უნდა იყვნენ ლივერპულის ქომაგები, სეზონი უნდა განულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა, კორონავირუსით გამოწვეულ პაუზაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ზუსტად 36 წლის წინ ლივერპულმა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია

1984 წლის 29 მარტს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის.

დღეს, 12:28

ბარსელონაზე რამდენით ნაკლებს ხარჯავს რეალი ფეხბურთელების ხელფასებზე?

როგორც გითხარით, კორონავირუსის დროს, მადრიდის „რეალი“ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.

დღეს, 12:12

იმისთვის, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგეს, ხაბიბმა რუსეთის ტერიტორია დღეს უნდა დატოვოს

30 მარტის შუაღამიდან, რუსეთში დროებით შეჩერდება საერთაშორისო საავტომობილო, რკინიგზის, საფეხმავლო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლები.

დღეს, 12:04

ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა: "შესაძლოა, გიოტცე ფულმა გააფუჭა, ისევე როგორც იოზილი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევამრცველმა, მიხაელ რუმენიგემ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე გააკრიტიკა.

დღეს, 12:01

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10