ავტორიზაცია

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუმ თავის პირველ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატი ვერ მოიგო

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუმ თავის პირველ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატი ვერ მოიგო
თარიღი 28 მაი 2023, 00:36
კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში თავის პირველ სეზონში ჩემპიონობა ვერ მოიპოვა.

დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ, ჩემპიონობა „ალ იტიჰადმა“ გაინაღდა, რომელმაც „ალ ფეიხა“ 3:0 გაანადგურა და 69 ქულა დააგროვა.

კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრმა“ კი მეორე ადგილი დაიკავა. დღეს „ალ იტიფაკთან“ ფრის (1:1) შემდეგ, გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 64 ქულა აქვს. უკანასკნელად, კლუბმა ასეთი მაღალი პოზიცია 2020 წელს დაიკავა.

საინტერესოა, რომ კრიშტიანუს მოსვლამდე, „ალ ნასრი“ ჩემპიონატის ლიდერი იყო.

ჩემპიონატის 16 მატჩში 38 წლის პორტუგალიელმა 14 გოლის გატანა მოახერხა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.