ავტორიზაცია

VIDEO: გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

თარიღი 29 მაი 2023, 00:40
ამ წუთებში საფრანგეთში დაჯილდოვება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძე, საფრანგეთის მეორე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, გიორგი ბომბარდირთა დავას 23 გოლით ლიდერობს და უახლეოს მდევარს ოთხი გოლით უსწრებს.

მიქაუტაძის „მეტცი“ კი 69 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და უმაღლეს ლიგაში ამოსვლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.