ავტორიზაცია

"მოვიდა და მითხრა, რომ ნაპოლისთვის ყველაფერი გაიღო", - პრეზიდენტმა სპალეტის წასვლა დაადასტურა

"მოვიდა და მითხრა, რომ ნაპოლისთვის ყველაფერი გაიღო", - პრეზიდენტმა სპალეტის წასვლა დაადასტურა
თარიღი 29 May 2023, 01:21
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ პრესაში ბევრი იწერებოდა, თუმცა ოფიციალურად დღეს, ლაურენტისის სიტყვების შემდეგ დადასტურდა.

„დიახ, სპალეტიმ მითხრა, რომ ერთი წელი დასვენება უნდა. როგორ უნდა ვუთხრა ასეთ დროს უარი? მან ბევრი რამ მომცა და მისი მადლიერი ვარ.

ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ კლუბისთვის ყველაფერი გააკეთა და ეს ციკლი დამთავრებულია.“, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის ნაცვლად „ნაპოლის“ პრეზიდენტი ლუის ენრიკეს დანიშვნას განიხილავს.