"ბედნიერი ვარ შარშანდელი გადაწყვეტილებით", - მბაპემ საკუთარ მომავალზე საუბრებს წერტილი დაუსვა
კილიან მბაპემ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.
ბოლო დროს განახლდა საუბრები იმის შესახებ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა შესაძლოა ამ ზაფხულს მადრიდის „რეალს“ მიაშუროს. თუმცა, კილიანმა ამას წერტილი დაუსვა.
„ბედნიერი ვარ გადაწყვეტილებით, რომელიც შარშან მივიღე (პსჟ-სთან გახანგრძლივების თაობაზე - ავტ.).
ჩემი კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მოქმედებს და მომდევნო სეზონშიც აქ (პსჟ-ში) ვიქნები.“, - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, მბაპეს კონტრაქტი „პსჟ-სთან“ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და მხოლოდ ფეხბურთელს შეუძლია მისი ავტომატურად, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. როგორც იწერება, ის ამის გაკეთებას არ აპირებს.