დაიჩი კამადამ არჩევანი მილანზე გააკეთა
ფრანკფურტის "აინტრახტის" შემტევი ნახევარმცველი დაიჩი კამადას "მილანში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
26 წლის ფეხბურთელს "აინტრახტთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება და კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს.
26 წლის ფეხბურთელს "აინტრახტთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება და კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კამადამ არჩევანი "მილანზე" გააკეთა. "როსონერისთან" კონტრაქტი 2028 წლამდე იქნება გათვლილი.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ერთ კვირაში მოთამაშეს სამედიცინო გამოკვლევა გაივლის და მილანურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.
დაიჩი კამადამ ფრანკფურტის "აინტრახტში" მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დაიჩი კამადამ ფრანკფურტის "აინტრახტში" მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.