ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 29 მაი 2023, 12:01
ცნობილი გახდა საპრიზო თანხის ოდენობა, რომელიც მანჩესტერ "სიტიმ" ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებისთვის მიიღო. 

ტაბლოიდი Daily Mail-ის ცნობით, ეროვნულ ჩემპიონატში ტრიუმფისთვის "ქალაქელები" დაახლოებით 166 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებენ.

ეს თანხა მოიცავს ადგილობრივი და უცხოური სატელევიზიო კონტრაქტების გაყიდვის წილს, პრემიერ ლიგის სეზონში გუნდის დაკავებული ადგილის პრიზს, კომერციული მოგების წილს, ასევე დიდ ბრიტანეთში პირდაპირი ტელევიზიის რეგულარული გამოსვლებისთვის ბონუსს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული საპრიზო თანხაა პრემიერ ლიგის ისტორიაში.