ავტორიზაცია

2015/16-წლების ჩემპიონი გავარდა: პრემიერ ლიგა დამთავრდა - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

2015/16-წლების ჩემპიონი გავარდა: პრემიერ ლიგა დამთავრდა - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
თარიღი 28 მაი 2023, 21:47
2022/23-სეზონის პრემიერ ლიგა ოფიციალურად დასრულდა.

სამწუხაროდ, ბოლო ტურის წინ არ გვქონდა არც საჩემპიონო, არც ოთხეულის და არც ექვსეულის ინტრიგა - ყველაფერი იქამდე გადაწყდა. სამაგიეროდ, 3 გუნდი გადარჩენისთვის იბრძოდა, როცა ადგილი მხოლოდ ერთი იყო.

საბოლოოდ, სიტუაცია ისე დალაგდა, რომ პრემიერ ლიგიდან მისი 2015/16-წლის ჩემპიონი, „ლესტერ სიტი“ გავარდა, „ევერტონმა“ კი ზედიზედ მეორე წელს ბოლო მომენტში მოახერხა გადარჩენა.

ჩემპიონი: მანჩესტერ სიტი

ვიცე-ჩემპიონი: არსენალი

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ: მან სიტი, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი

ევროპა ლიგაზე ითამაშებენ: ლივერპული, ბრაიტონი

კონფერენც ლიგაზე ითამაშებს: ასტონ ვილა

გავარდნენ: საუთჰემპტონი, ლიდსი, ლესტერი

საუკეთესო ბომბარდირი: ერლინგ ჰოლანდი - 36 გოლი, 8 ასისტი

საუკეთესო ასისტენტი: კევინ დე ბრუინი - 16 საგოლე პასი

ვინ ამოვიდა პრემიერ ლიგაში მომდევნო სეზონისთვის: ბარნლი, შეფილდ იუნაიტედი, ლუტონ თაუნი.