ლეო მესის მომავალი ინგლისს დაუკავშირეს

მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ლეო მესი "პსჟ"-ს დატოვებს.
ბევრი იწერება, რომ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება, ასევე არის ჭორები, რომ კარიერას არაბეთში გააგრძელებს.
Ole-ს ინფორმაციით, არგენტინელი ლეგენდის გადაბირებას პრემიერ ლიგის გუნდიც ცდილობს. ბოლო დღეებში, მესიმ ბევრი წინადადება მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მესი და სად გააგრძელებს კარიერას.