ავტორიზაცია

ლესტერმა პრემიერ ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა

ლესტერმა პრემიერ ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა
თარიღი 30 მაი 2023, 12:27
ინგლისის პრემიერ ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონი "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს გამოეთიშა.

როგორც გაირკვა, "ლესტერი" ისტორიაში მეთორმეტედ დაქვეითდა ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი ლიგიდან, რაც ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდის გამეორება იყო.

აქამდე ეს ანტირეკორდი, ერთპიროვნულად "ბირმინგემ სიტი" ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" გახდა, მეორე ადგილი "არსენალმა" დაიკავა, მესამეზე კი მანჩესტერ "იუნაიტედი" გავიდა.