ავტორიზაცია

შელია: "ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ვერ მხედავენ"

შელია: "ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ვერ მხედავენ"
თარიღი 30 May 2023, 14:15
გროზნოს "ახმატის" 34 წლის მეკარემ, გიორგი შელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

"ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ვერ მხედავენ. ერთხელ დამირეკეს, როცა ჯერ კიდევ ტამბოვში ვთამაშობდი. 

გაუკვირდათ, რომ ქართულად მშვენივრად ვლაპარაკობდი, გაოცდნენ, რომ ასეთი სურვილი გამიჩნდა და ამის შემდეგ გაქრნენ.

წელიწადნახევრის წინ ქართული პასპორტის გაკეთება ვცადე. მივმართე, მაგრამ უარი მითხრეს, თუმცა ენა ვიცი და მეცხრე კლასამდე სკოლაში იქ ვსწავლობდი. ",- თქვა შელიამ.

მიმდინარე სეზონში შელიამ 33 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაუშვა.