ორი ლიდერი დარჩება და კიმის წასვლის შემთხვევაში შემცვლელი მოვა - ლუის ენრიკემ ნაპოლის პრეზიდენტისგან მნიშვნელოვანი გარანტიები მიიღო
ლუჩიანო სპალეტი სეზონის ბოლოს "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
64 წლის სპეციალისტმა ნეაპოლური გუნდიდან წასვლა უკვე დაადასტურა.
ლუის ენრიკე შესაძლოა "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი გახდეს. Foot Mercato-ს ცნობით, ესპანელმა მწვრთნელმა სერია A-ს ჩემპიონისგან წელიწადში 8 მილიონი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა.
აღნიშნულია, რომ ენრიკემ კლუბს სთხოვა, კიმ მინ ჯეს წასვლის შემთხვევაში, პაუ ტორესის გაფორმება.

ამასთან, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი დაარწმუნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს არ დატოვებენ.