ავტორიზაცია

რეალმა ბენზემას შემცვლელად კეინი აირჩია - ტოტენჰემმა ფეხბურთელს ორნაირი ფასი დაადო

რეალმა ბენზემას შემცვლელად კეინი აირჩია - ტოტენჰემმა ფეხბურთელს ორნაირი ფასი დაადო
თარიღი 30 მაი 2023, 23:43
მადრიდის „რეალისთვის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჰარი კეინი გახდება, თუ კარიმ ბენზემა გუნდის დატოვებას გადაწყვეტს.

როგორც ცნობილია, ინგლისელ თავდამსხმელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ამის გამო, ბევრი კლუბი განიხილავს კეინის შესაძლო გადაბირების ვარიანტს.

COPE-ს ინფორმაციით, ზაფხულში ჰარი კეინის შეძენა არაინგლისური კლუბებისთვის 100-დან 115 მილიონ ევრომდე იქნება შესაძლებელი.

„ტოტენჰემს“ თავისი ლიდერის სხვა ინგლისურ კლუბში გაშვება არ სურს და ამიტომ, კონკურენტებისთვის მისი ფასი 150 მილიონ ევროს შეადგენს, უცხოური კლუბებისთვის კი, ლოგიკურად, გაცილებით ნაკლებს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთიდან მიიღო სარფიანი შემოთავაზება და როგორც იწერება, დათანხმებას გეგმავს.