ხავი: "ბარსელონას მწვრთნელობა რთული ყოფილა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ მისთვის "ბარსელონას" მწვრთნელობა ადვილი არ არის.
"ბარსელონას მწვრთნელობა რთული ყოფილა. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული და 24 საათი იმაზე ფიქრობ, როგორ მისცე გუნდს მოტივაცია, როგორ გააუმჯობესო დაცვა თუ შეტევა და ა.შ.
ახლა სიმშვიდეს ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რადგან მოვიგეთ ლა ლიგა და მიზანი შევასრულეთ. როცა ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი ნერვიულობდა და მოხარული ვარ, რომ მათ სიხარული მივანიჭეთ.
საქმეში 200%-ით ვარ ჩართული და ტანჯვა დიდია, თუმცა როცა იგებ, 3-ჯერ მეტ სიამოვნებას იღებ", - განაცხადა ხავიმ.