სპალეტის პოტენციური შემცვლელები - ნაპოლი კიდევ ერთ მწვრთნელს განიხილავს

მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან "ნაპოლის" ლუჩიანო სპალეტი აღარ უხელმძღვანელებს.
კლუბი მისი შემცვლელის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, ესპანელ სპეციალისტს ლუის ენრიკას.
იტალიური მედიის ცნობით, "ნაპოლიში" მისვლის ერთ-ერთი კანდიდატი სერხიო კონსეინსაოა.
პორტუგალიელი სპეციალისტი მე-6 წელია "პორტოს" თავკაცობს. მანამდე კი მას ფრანგულ "ნანტში" და სხვადასხვა პორტუგალიურ კლუბებში აქვს ნამუშევარი.