ავტორიზაცია

გალიანი: "მონცა რომ სერია ა-ში გადავიდა უფრო მეტი ვიტირე, ვიდრე მილანმა რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო"

გალიანი: "მონცა რომ სერია ა-ში გადავიდა უფრო მეტი ვიტირე, ვიდრე მილანმა რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო"
თარიღი 31 მაი 2023, 10:47
"მონცას" ამჟამინდელი დირექტორი ადრიანო გალიანი, რომელიც წლების წინ "მილანში" მუშაობდა, საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"ერთი წლის წინ, როცა მონცა სერია ა-ში გადავიდა, ამ ფაქტზე უფრო მეტი ვიტირე, როცა მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, რადგან დედაჩემმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან მონცა სერია ა-ში გადავიდოდა და ასეც მოხდა.

კარგი თვე გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ მილანი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა, იუვენტუსის დომინაცია კი სამართლიანად დასრულდა", - განაცხადა გალიანიმ.

მოგეხსენებათ, "მონცა" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-10 ადგილს იკავებს და ლიგაში დანრჩენა განაღდებული აქვს.