დიდი წმენდა ჩელსიში? პოჩეტინომ შესაძლოა 15 ფეხბურთელი გაუშვას
სატრანსფერო ბაზარზე ზედმეტად აქტიურობის შემდეგ "ჩელსის" განაცხადი გადატვირთულია ფეხბურთელებით.
მაურისიო პოჩეტინოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდში დიდი წმენდაა მოსალოდნელი.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "ჩელსის" დატოვება 15 ფეხბურთელს შეუძლია. პოჩეტინოს სურს მეისონ მაუნტთან მუშაობა, მაგრამ მოთამაშეს შესაძლოა კლუბი დატოვოს, რადგან მისი კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება და ჯერ ვერ მოხერხდა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება.
არგენტინელი სპეციალისტის გუნდი შესაძლოა შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვონ: ობამეიანგი, ზიეჩი, პულისიჩი, მენდი, ჰადსონ-ოდოი, კულიბალი, ასპილიკუეტა, კანტე, კოვაჩიჩი, გალაჰერი, ჩალობა, ლოფტუს-ჩიკი, მაუნტი, ფელიქსი და ზაქარია.