ავტორიზაცია

ბენფიკა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე დი მარიას გაფორმებას შეეცდება

ბენფიკა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე დი მარიას გაფორმებას შეეცდება
თარიღი 31 მაი 2023, 17:38
პორტუგალიის ჩემპიონი "ბენფიკა" ანხელ დი მარიას ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. 

არგენტინელს ევროპაში დარჩენა ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი მის სარფიანი შეთავაზებეით მიზიდვას ცდილობს.

დი მარიამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.