მილანმა ჩელსის ნახევარმცველთან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"ჩელსის" ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.
როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, "როსონერიმ" 27 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
ახლა "მილანი" "ჩელსისთან" შეთანხმებას შეეცდება. ლონდონურ კლუბს ლოფტუს-ჩიკის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტი მიღება სურს.
ახლა "მილანი" "ჩელსისთან" შეთანხმებას შეეცდება. ლონდონურ კლუბს ლოფტუს-ჩიკის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტი მიღება სურს.
მილანელები მოლაპარაკებებს 15 მილიონი ევროს შეთავაზებით (პლიუს ბონუსები) დაიწყებენ.