ავტორიზაცია

ჯილდოს წინ აღარაფერი უდგას - კვარაცხელიას წლის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ?

ჯილდოს წინ აღარაფერი უდგას - კვარაცხელიას წლის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ?
თარიღი 31 მაი 2023, 22:33
ცნობილია, რომ 2 ივნისს, სერია ა-ში წლის საუკეთესო ფეხბურთელებს სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელებენ.

იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" უდიდესი უპირატესობით გახდა, შესაბამისად წლის საუკეთესო ფეხბურთელიც ამ გუდნიდან დასახელდება.

აღსანიშნავი კი ისაა, რომ რეალურად, ამ წოდებისთვის სამი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და კიმი იბრძოდნენ.

ოსიმენი წლის საუკეთესო ფორვარდების ნომინანტთა სიაშია შეყვანილი, კიმი კი წლის საუკეთესო მცველის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ხვიჩა კვარაცხელია არცერთ პოზიციაზე არაა ნომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ქართველი დაეუფლება.