ავტორიზაცია

ბენზემამ რონალდუს დაურეკა: რა საუბარი შედგა ყოფილ თანაგუნდელებს შორის?

ბენზემამ რონალდუს დაურეკა: რა საუბარი შედგა ყოფილ თანაგუნდელებს შორის?
თარიღი 31 May 2023, 22:42
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალს" დატოვებს.

დიდი ალბათობით, ფრანგი ფორვარდი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, საიდანაც ბენზემამ მსუყე შეთავაზება მიიღო.

AS-ის ცნობით, ბენზემამ რონალდუს უკვე დაურეკა და გამოჰკითხა, როგორი ჩემპიონატი აქვს საუდის არაბეთს, როგორია საცხოვრებლად და ღირს თუ არა იქ ჩასვლა.

ცნობილია, რომ "ალ იტიჰადი" ბენზემას ორწლიან კონტრაქტს და 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

ამ დროისთვის, ბენზემას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოგეხსენებათ, რონალდუ "ალ ნასრში" ირიცხება და იქ უკვე თითქმის ერთი წლია თამაშობს.