ავტორიზაცია

ტუხელმა იუვენტუსის ფორვარდს დაურეკა და ბაიერნში ხილვის სურვილი გამოუთქვა

ტუხელმა იუვენტუსის ფორვარდს დაურეკა და ბაიერნში ხილვის სურვილი გამოუთქვა
თარიღი 31 მაი 2023, 23:10
თომას ტუხელი „ბაიერნში“ დუშან ვლაჰოვიჩის ხილვით არის დაინტერესებული.

Telegraf-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ გერმანელი მთავარი მწვრთნელი „იუვენტუსის“ ფორვარდს ელაპარაკა და უთხრა, რომ გუნდში მისი ხილვა მთავარი თავდამსხმელის პოზიციაზე სურს.

კლუბები მოლაპარაკებებს ტრანსფერის საფასურზე აწარმოებენ და როგორც იწერება, შეთანხმების ალბათობა იზრდება.

პირველი შემოთავაზება 50 მილიონი ევროს ოდენობით „იუვენტუსმა“ უარყო, თუმცა მხარეებს შორის კომუნიკაცია არ შემწყდარა.

ამ სეზონში ვლაჰოვიჩმა სერია ა-ს 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ძირითადში ადგილი დაკარგა.