მოურინიო: "დავრჩები თუ არა რომაში? ორშაბათამდე კი, აუცილებლად"
„სევილიასთან" წაგებული ფინალის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს მომავალზე ჰკითხეს.
ბოლო დროს „განსაკუთრებულის" მომავალთან დაკავშირებით ბევრი იწერება და ისიც ითქვა, რომ მოურინიოს გუნდიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.
„დავრჩები თუ არა რომაში? ორშაბათამდე დავრჩები, აუცილებლად.", - აღნიშნა პორტუგალიელმა.
4 ივნისს „რომა" „სპეციას" სერია ა-ს დასკვნით ტურში დაუპირისპირდება, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ყველანაირი შანსი უკვე დაკარგული აქვს.
„რომასთან" კონტრაქტი ჟოზეს 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.