ავტორიზაცია

ჩაიბარებს თუ არა ლუის ენრიკე ნაპოლის? - პრეზიდენტის პასუხი

ჩაიბარებს თუ არა ლუის ენრიკე ნაპოლის? - პრეზიდენტის პასუხი
თარიღი 01 Jun 2023, 11:22
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლუჩიანო სპალეტის შემცვლელის ერთ-ერთი კანდიდატი ლუის ენრიკეა.

თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა დე ლაურენტისი ენრიკეს დანიშვნას, "ნაპოლის" პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო: "არა, გმადლობთ."

საქმე იმაშია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ხელფასის სახით საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა. საუბარია 2 წელიწადში 8 მილიონ ევროსა და ბონუსებზე.

"ნაპოლი" კვლავ მწვრთნელის ძიებაშია. ენრიკეს გარდა, კლუბი კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.