ავტორიზაცია

"თავიდან ისიც კი არ ვიცოდი, სად დამეყენებინა", - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

"თავიდან ისიც კი არ ვიცოდი, სად დამეყენებინა", - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
თარიღი 01 Jun 2023, 11:27
სრულიად დამსახურებულად, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ამ ფაქტს "მეცის" მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი გამოეხმაურა და მიქაუტაძეზე ისაუბრა.

"მიქაუტაძემ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. მას წარმატებული სეზონი  ჰქონდა და დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს შედეგებში.

არადა, თავიდან ისიც კი არ ვიცოდი, სად დამეყენებინა ჟორჟი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნებოდა და იმედები გამართლდა", - განაცხადა "მეცის" მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ში მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ბომბარდირი გახდა.