ავტორიზაცია

რომანო: კოვაჩიჩი და მანჩესტერ სიტი პირად კონტრაქტზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან

რომანო: კოვაჩიჩი და მანჩესტერ სიტი პირად კონტრაქტზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან
თარიღი 01 ივნ 2023, 13:05
ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი ლონდონის "ჩელსიდან" მანჩესტერ "სიტიში" გადასვლას უხალოვდება, ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველი "ქალაქელებთან" პირადი შრომითი ხელშეკრულების შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არის.

ინგლისის ჩემპიონს ახლა ფეხბურთელის ტრანსფერის კომპენსაციის ოდენობაზე მოუწევს "არისტოკრატებთან" შეთანხმება.

2022/2023 წლების სეზონში კოვაჩიჩმა 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ჩელსისთან" მომავალი ზაფხულამდეა ძალაში.