ყველაფერი დამთავრდა: მადრიდის რეალი ბენზემას გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ამზადებს

ამ წუთებში მადრიდის "რეალი" პრესკონფერენციას ამზადებს. სავარაუდოდ, კარიმ ბენზემა მადრიდული კლუბიდან წასვლის შესახებ ღონისძიების ფარგლებში გამოაცხადებს, ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზემამ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზემამ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა.
ფრანგი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. კარიმი, სავარაუდოდ, ქვეყნის ჩემპიონ „ალ-იტიჰადთან“ გააფორმებს კონტრაქტს.
კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალში" 2009 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მადრიდელებს ბოლო ტურის თამაში - "ატლეტიკთან" აქვს დარჩენილი.
კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალში" 2009 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მადრიდელებს ბოლო ტურის თამაში - "ატლეტიკთან" აქვს დარჩენილი.