"ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია", - ჯიქია ანანიძეზე
მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანს გიორგი ჯიქიას ჰკითხეს, თუ ვინ არის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვისთანაც უთამაშია.
"რა თქმა უნდა, ჯანო ანანიძე. ის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ვინს კი ოდესმე მინახავს.
ჭკვიანია, აქვს საოცარი პასის უნარი და გამოირჩევა სრულყოფილი აზროვნებით. ბევრი იტყვის, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია. მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტია.
ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მოედანზე, ვინც ნახა მისი თამაში და ვისაც ფეხბურთი ესმის, იგივეს იტყვის, რასაც მე", - განაცხადა ჯიქიამ.