ევროპის შესარჩევი იწყება - სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში “პერსოპოლისის” მცველი გიორგი გველესიანი გამოიძახეს.
საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, 20 ივნისს კი შოტლანდიას ესტუმრება.