ავტორიზაცია

რა შემთხვევაში ვერ ითამაშებს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში?

რა შემთხვევაში ვერ ითამაშებს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში?
თარიღი 02 ივნ 2023, 15:55
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

თუმცა, კატალონიური კლუბი შესაძლოა გამოეთიშოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს.

Marca-ს ცნობით, უეფას "ბარსელონას" შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ფაქტია, რომ კატალონიურ კლუბს ჯერ არ უპასუხა 70 კითხვაზე, რომელიც უეფასგან მიიღო.

საუბარია "ნეგრეირას საქმესთან" დაკავშირებულ საკითხებზე, ანუ კლუბის მიერ მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტისთვის გადახდილ თანხებზე. 

უეფა პასუხს ელოდება და სიტუაციის გარკვევა სურს. თუ პასუხები მიუთითებს "ბარსელონას" მიერ წესების სერიოზულ დარღვევაზე, მაშინ შესაძლოა კლუბი არ დაუშვას ჩემპიონთა ლიგაზე.

"ბარსელონამ" კითხვებს უახლოეს დღეებში უნდა უპასუხოს, რადგან ევროთასებისთვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ახლოვდება.