კილიან მბაპე - მადრიდის რეალის სამიზნე 2024 წლის ზაფხულისთვის

მადრიდის „რეალმა“ 2024 წლის ზაფხულისთვის კილიან მბაპეს შეძენა დაისახა მიზნად.
Relevo-ს ინფორმაციით, ფრანგმა ფლორენტინო პერესს პირადად მოუბოდიშა იმის გამო, რომ გასული წლის მაისში ბოლო მომენტში გადაიფიქრა „რეალში“ გადასვლა და „პსჟ-სთან“ გაახანგრძლივა კონტრაქტი.
პერესმა ფეხბურთელის ბოდიში იმავე დღეს მიიღო და მბაპეს შემდგომმა ნაბიჯებმა პერესს ტრანსფერის ოპტიმიზმი გაუჩინა. ფლორენტინო აპირებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მბაპე 2024-ში გადმოიყვანოს.
კილიანმა „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2024-მდე გააფორმა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თუმცა, გახანგრძლივება მხოლოდ თავად ფეხბურთელის პრეროგატივაა. როგორც წყარო წერს, მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ კილიანის უფასოდ დამატება იქნება შესაძლებელი, რადგან ის 2025-მდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
პერესს მომავალში „რეალში“ ვინისიუსი-მბაპე-როდრიგოს ტრიოს ხილვა სურს, სადაც ვინი მარცხენა ფლანგზე დარჩება, როდრიგო მარჯვნივ, მბაპე კი ცენტრფორვარდის პოზიციას დიაკავებს.