ფაბრიციო რომანო: მამარდაშვილს ჩელსის სკაუტები ბეტისთან მატჩში დააკვირდებიან

ლონდონის "ჩელსიმ" ესპანეთში სკაუტები გააგზავნა, სადაც ისინი გიორგი მამარდაშვილის თამაშს დააკვირდებიან.
ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
მამარდაშვილის "ვალენსია" 4 ივნისს ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს სტუმრად "ბეტისთან" ჩაატარებს.
მამარდაშვილის "ვალენსია" 4 ივნისს ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს სტუმრად "ბეტისთან" ჩაატარებს.
სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, დარჩებიან თუ არა "ღამურები" ესოანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში.
ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 44 გოლი გაუშვა, 7-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.
ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის 37 მატჩში 44 გოლი გაუშვა, 7-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.