ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარკო ასენსიო სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს დატოვებს

ოფიციალურად: მარკო ასენსიო სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს დატოვებს
თარიღი 03 ივნ 2023, 16:15
ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალს" დატოვებს.

ამის შესახებ მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით განაცხადა. 

მადრიდის "რეალში" ასენსიომ 285 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 61 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა გააკეთა.