მანჩესტერ სიტი FA თასის გამარჯვებულია! - ტრიპლეტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია
ინგლისის FA-თასის ფინალურ შეხვედრაში მანჩესტერ "სიტი" უემბლიზე მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდა.
"ქალაქელებმა" ილქაი გიუნდოგანის დუბლის წყალობით მანჩესტერულ დერბიში გამარჯვება 2:1 მოიპოვეს.
ანგარიში მე-12 წამზე გიუნდოგანმა გახსნა, რომელიც ინგლისის FA თაისის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა.
33-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. გიუნდოგანმა გადამწყვეტი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში (2:1) დააფიქსირა.
ამრიგად, პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდმა ამჯერად FA თასი მოიგო და ტრიპლეტის დასადებად ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება სჭირდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება.