გადაწყვეტილია: ედენ აზარი რეალს ტოვებს!
მარკო ასენსიოს შემდეგ, სეზონის დასასრულს მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს.
გადაწყვეტილია, რომ 32 წლის ბელგიელი შემტევი ედენ აზარი ზაფხულში სამეფო კლუბიდან წავა.
ამის შესახებ ის ოფიციალურად მალე განაცხადებს. ვარაუდობენ, რომ აზარი საერთოდ საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ აზარი "რეალში" 2019 წლიდან გამოდიოდა, თუმცა ტრავმებისა და ცუდ ფორმაში ყოფნის გამო, მხოლოდ 54 შეხვედრა ჩაატარა.