ბენზემას ალ-იტაჰადთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს - პერესი ფრანგის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს კარიმ ბენზემას თავისი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვტილება ჯერ არ მიუღია.
35 წლის ფეხბურთელის საუდის არაბეთის "ალ-იტაჰადში" გადასვლა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ფრანგმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა - საქმე მხოლოდ სიტყვიერი თანხმობით შემოიფარგლა.
35 წლის ფეხბურთელის საუდის არაბეთის "ალ-იტაჰადში" გადასვლა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ფრანგმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა - საქმე მხოლოდ სიტყვიერი თანხმობით შემოიფარგლა.
ჟურნალისტი სანტი აუნას თქმით, ოთხშაბთს, ბენზემამ კარლო ანჩელოტის აცნობა, რომ სურდა "ალ-იტაჰადის" შეთავაზება მიეღო.
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ცდილობს, რომ ბენზემა კლუბში დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგს "ბლანკოსში" დარჩენის შემთხვევაში სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში თანამდებობას სთავაზობენ.