ავტორიზაცია

აზარმა რეალიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

აზარმა რეალიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა კარიერა დაასრულოს
თარიღი 04 ივნ 2023, 10:56
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალიდან" გარემარბის ედენ აზარის წასვლის შესახებ. მხარეები შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

სოციალური მედიის ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი სათამაშო კარიერის დასრულებას განიხილავს, თუ ღირსეულ ვარიანტს ვერ იპოვის.

აზარი "სამეფო კლუბში" 2019 წლიდან თამაშობს. ბელგიელი მადრიდის "რეალში" ლონდონის "ჩელსიდან" გადავიდა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა ექვსი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.