ავტორიზაცია

ასენსიოს პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა ცნობილია

ასენსიოს პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა ცნობილია
თარიღი 04 ივნ 2023, 13:58
ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო, რომელიც სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი "პსჟ" გახდება. 

ესპანელი პარიზულ გუნდთან შრომით ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. გარიგება ოფიციალურად მომავალ კვირას გამოცხადდება.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ასენსიომ 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.