ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ბენზემას წასვლის შემდეგ, ფირმინოზე უარი თქვა და პრიორიტეტული ვარიანტი გამოკვეთა

მადრიდის რეალმა ბენზემას წასვლის შემდეგ, ფირმინოზე უარი თქვა და პრიორიტეტული ვარიანტი გამოკვეთა
თარიღი 04 Jun 2023, 16:15
მადრიდის "რეალს" სეზონის ბოლოს თავდამსხმელი კარიმ ბენზემას დატოვებს. ფრანგის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია 6 ივნისს გაიმართება.

El Chiringuito TV-ს ჟურნალისტის ხოსე ლუის სანჩესის თქმით, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" ფორვარდი ჰარი კეინი "სამეფო კლუბის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

აქამდე კლუბი "ლივერპულის" თავდამსხმელის რობერტო ფირმინოს კანდიდატურასაც განიხილავდა, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა მადრიდელებლა ბრაზილიელ ფორვარდზე უარი თქვეს.

29 წლის კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ფეხბურთელის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.