პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - მამარდაშვილის ისტორიული რეკორდი
ლა ლიგის ბოლო ტურში ერთმანეთს "ბეტისი" და "ვალენსია" უპირისპირდებიან, სადაც ძირითად შემადგენლობაშია "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ეს შეხვედრა მამარდაშვილისთვის აღსანიშნავი იმიტომაა, რომ ქართველმა მეკარემ ისტორიული რეკორდი დაამყარა.
მამარდაშვილი გახდა "ვალენსიას" პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, ვინც ლა ლიგის სეზონის ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
მსგავსი შედეგი ბოლოს 1999 წელს, "ვალენსიას" ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა დააფიქსირა.