ანჩელოტი: "ცივი გაცილება ბენზემას? ის ძალიან მორცხვია, მაგრამ კლუბი რამდენიმე დღეში სათანადოდ დაემშვიდობება"
„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა.
„დღეს ოთხი ფორვარდი გვტოვებს და შესაბამისად, ახალი შემტევები გვყავს მოსაყვანი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
დაგვჭირდება თავდამსხმელი, რომელსაც ჩვენ თამაშთან ადაპტირება და გოლების გატანა შეეძლება, თუმცა არც ჩვენს ახალგაზრდებს დავივიწყებთ.
ცივი გაცილება ბენზემას? არამგონია, კლუბი მას რამდენიმე დღეში სათანადოდ დაემშვიდობება. თუმცა ასევე არ უნდა დავივიწყოთ, როგორია ბენზემა - ის ძალიან მორცხვილია და დიდი ამბები თავადაც არ მოსწონს.
ნაჩო და სებალიოსი? ვფიქრობ, ორივე გუნდში დარჩება. ბელინგემი? არ ვლაპარაკობ ფეხბურთელებზე, რომლებიც არ არიან რეალის ფეხბურთელები.
ახლა უნდა დავისვენო, პატარა შვებულება ავიღო, ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა. 10 ივლისს შევხვდებით.“, - აღნიშნა იტალიელმა.

როგორც გაირკვა, რეალმა ბენზემას შემცვლელად „ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი ამოირჩია.