ნაგელსმანი მზადაა ანრისთან ერთად პსჟ-ში იმუშაოს
გერმანელი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი ფიქრობს, რომ ტიერი ანრი შეეფერება მისი ასისტენტის როლს "პარი სენ-ჟერმენში".
სამწვრთნელო დუეტის პარიზულ კლუბში სავარაუდო დანიშვნის შესახებ კვირას გახდა ცნობილი.
სამწვრთნელო დუეტის პარიზულ კლუბში სავარაუდო დანიშვნის შესახებ კვირას გახდა ცნობილი.
L'Equipe-ის ცნობით, თავად ნაგელსმანი იწონებს ცნობილ ყოფილ თავდამსხმელთან თანამშრომლობას: გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ ანრი ასისტენტად ძალიან გამოადგება ფრანგული ფეხბურთის ცოდნის, ადგილობრივი მენტალიტეტისა და ლიგა 1-ის სპეციფიკის ცოდნის გამო.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში მწვრთნელები პროექტის დეტალების განსახილველად შეხვედრას გამართავენ.