ოტამენდი შესაძლოა სერია A-ს ტოპ კლუბში გადავიდეს
არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი ლისაბონის "ბენფიკასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Relevo იტყობინება.
ამრიგად, ივნისის ბოლოს ოტამენდი თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება.
ამრიგად, ივნისის ბოლოს ოტამენდი თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება.
წყარო აღნიშნავს, რომ "ინტერი" 35 წლის არგენტინელის ტრანსფერის იმედი აქვს.
მილანურმა კლუბმა, რომელიც შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, მსოფლიო ჩემპიონის გასაფორმებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ნიკოლას ოტამენდი "ბენფიკაში" 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან თამაშობს. ლისაბონის გუნდში 127 ოფიციალურ მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნიკოლას ოტამენდი "ბენფიკაში" 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან თამაშობს. ლისაბონის გუნდში 127 ოფიციალურ მატჩში არგენტინელმა 11 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.