"სულ მეგონა, რომ კარიერას აქ დავასრულებდი" - ბენზემას გამოსამშვიდობებელი სიტყვა
კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალს" 14 წლიანი გამოსვლის შემდეგ ტოვებს, რაც ოფიციალურად უკვე გამოცხადდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.
„ნამდვილად მტკივა… ადვილი არ არის. ძალიან მინდოდა კარიერის აქ დასრულება, მაგრამ ხანდახან გეგმები იცვლება.
„ნამდვილად მტკივა… ადვილი არ არის. ძალიან მინდოდა კარიერის აქ დასრულება, მაგრამ ხანდახან გეგმები იცვლება.
მე მომავალში ყოველთვის ვუყურებ მადრიდის რეალის თამაშებს და ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ კლუბს, მსოფლიოში საუკეთესო კლუბს. ", - თქვა ბენზემამ.
სავარაუდოდ, კარიმ ბენზემას შემდეგი კლუბი საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადი" იქნება.
სავარაუდოდ, კარიმ ბენზემას შემდეგი კლუბი საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადი" იქნება.