ოფიციალურად: სუპერლიგიდან კიდევ ერთი კლუბი გავიდა - პროექტში ორი მონაწილეღა რჩება
„იუვენტუსმა“ ევროპის სუპერლიგის პროექტიდან გასვლა გადაწყვიტა.
ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტის წარმოებაზე უარს ამბობს. ამრიგად, სუპერლიგაში მხოლოდ ორი წევრი, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ რჩებიან.
ბიუროკრატიული პროცესი რამდენიმე კვირას წაიღებს, მაგრამ „ბიანკონერის“ ეს გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევია, კლუბი სუპერლიგაში მონაწილეობას აღარ აპირებს.
„იუვენტუსი“ იმ 12 კლუბს შორის იყო, რომლებმაც 2021 წლის აპრილში სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადეს. თუმცა, პროექტის დამფუძნებელთა უმეტესობამ ის იმავე თვეში ხალხის უკმაყოფილების გამო დატოვა და დიდი ხნის მანძილზე, მასში მხოლოდ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ ირიცხებოდნენ.

ტურინული გრანდის ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, მაგრამ პრესა ვარაუდობს, რომ „იუვემ" ეს უეფასთან პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად გააკეთა. მოგეხსენებათ, ფინანსური მაქინაციების გამო სერია ა-ს დასრულებულ სეზონში გუნდს 10 ქულა დააკლეს.