პირველი დიდი გამოწვევა: რაული ლა ლიგის კლუბს ჩაიბარებს?
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა რაულმა ლა ლიგის კლუბი ჩაიბაროს.
საუბარია მადრიდულ "ხეტაფეზე", რომელის მთავარი მწვრთნელი პეპე ბორდალასია, სხვა შემოთავაზებები აქვს და სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს.
"ხეტაფეს" პრეზიდენტს მისი დარჩენა სურს, თუმცა ბორდალასმა მთავარი ამოცანა შეასრულა, "ხეტაფე" ლა ლიგაში დატოვა და ახლა წასვლა სურს.
რაც შეეხება რაულს, ესპანელი ლეგენდა ზაფხულში "კასტილიას" დატოვებას აპირებს და თავისუფალი იქნება.