ავტორიზაცია

ალექსის სანჩესმა საუდის არაბეთიდან მაცდური შეთავაზება მიიღო

ალექსის სანჩესმა საუდის არაბეთიდან მაცდური შეთავაზება მიიღო
თარიღი 07 ივნ 2023, 12:07
ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი "მარსელში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, სანჩესმა საუდის არაბეთიდან მაცდური შეთავაზება მიიღო.

"ალ ფატეჰი" ფეხბურთელს ყოველწლიურად ათ მილიონ ევროს სთავაზობს. კონტრაქტი 1+1 წლიანი იქნება.