ავტორიზაცია

კიმ მინ ჯე თანაგუნდელებს დაემშვიდობა

კიმ მინ ჯე თანაგუნდელებს დაემშვიდობა
თარიღი 07 ივნ 2023, 14:10
"ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯე თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

Calcio Napoli 24-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანაჯარაზე სამხრეთ კორეელის სხვა ლიგაში გადასვლა გადაწყვეტილია.

ამჟამად ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მანჩესტერ "იუნაიტედი" ფავორიტია "წითელი ეშმაკები" მზად არიან "ნაპოლის" კორეელის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" თავის ერთადერთ სეზონში კიმ მინ ჯე კლუბს დაეხმარა 33 წლის განმავლობაში პირველი სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში.