ავტორიზაცია

ნაპოლიმ ოსიმენის სატრანსფერო ფასი შეამცირა

ნაპოლიმ ოსიმენის სატრანსფერო ფასი შეამცირა
თარიღი 07 Jun 2023, 23:59
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება გაიყიდოს იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე აქამდე იყო ცნობიკი.

ნეაპოლური გუნდი ოსიმენის ტრანსფერში აქამდე 150 მილიონი ევროს ითხოვდა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" ახლა 24 წლის ნიგერიელისთვის 120 მილიონ ევროს ითხოვს.

ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს მანჩესტერ "იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი", მადრიდის "რეალი" და "პსჟ" იჩენენ. 

როგორც მოგეხსენებათ, ნიგერიელი თავდამსხმელის მიზანი პრემიერ ლიგაში თამაშია.